ახალი ამბები
"გავიგონე წივილ-კივილი და რომ გამოვიხედე, კაცი ძირს ეწვინათ" - რა მოხდა ბორჯომის პარკში
ბორჯომის პარკის მიმდებარედ, დღეს, შუა ხნის ადგილობრივი კაცი გარდაიცვალა. ინცინდენტს წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სავარაუდოდ დაპირისპირება იმ ადამიანებს შორის მოხდა, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე ტურისტებს ელექტრომობილებით და კვადროციკლებით ემსახურებიან. 50 წლამდე კაცი სავარაუდოდ ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. რა გახდა კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი მუხლით აღიძრა საქმე.

Print