სამართალი
ბორჯომში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.
ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.


,,ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ., 1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.
კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს. კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ტტ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო".

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

Print