სამართალი
ბორჯომი-ახალციხის გზაზე, სამხედროების მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ
დღეს, 14 ოქტომბერს, ახალციხე-ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სამხედრო პირები გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის გამო, ავტომობილების მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ზედაპირული დაზიანება მიიღო ერთმა სამხედრომ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო არ გახდა.

დაიწყო თუ არა საქმის მოკვლევა - შსს-დან პასუხს ველით.
Print