ახალი ამბები
პოლიციამ ბორჯომში ერთი პირი დააკავა
1982 წელს დაბადებული გ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაშია ბრალდებული.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, გ.ღ.-ის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print