საზოგადოება
ბორჯომში ურთიერთშელაპარაკებით დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
ბორჯომში ურთიერთშელაპარაკებით დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. ჩარხისწყლის დასახლებაში, გუშინ 1965 წელს დაბადებული მამაკაცი რ.კ. ცივი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ადგილობრივებისთვის უცნობია. ზოგიერთი მათგანი საუბრობს ვერსიაზეც .

მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დაკავეს 1980 წელს დაბადებული მამაკაცი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





Print