სამართალი
პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი
კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327- მუხლით მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხუთივე პირი დღეს, დაახლოებით დილის 6 საათისათვის დააკავეს. დაკავებულები 20-წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.
პანკისის ხეობაში, ქორეთსა და დუისში გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადგილობრივი დააკავეს.

Print