ახალი ამბები
ბაკურიანში ამურ შველიძის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბაკურიანში ამურ შველიძის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სხვა დეტალებზე ვერ გვპასუხობენ.

ბაკურიანში ამურ შველიძე 11 აგვისტოს გარდაიცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის კაცი ადგილობრივი არ იყო, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, ამას საგამოძიებო უწყება დაადგენს.

Print