საზოგადოება
ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო.

ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.


სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

 

Print