სამართალი
ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულის შემთხვევაში 5000-5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. გირაოს გამოყენებას დაეთანხმა დაცვის მხარეც, ვიოლეტა ინასარიძისა და თეა გზირიშვილის ადვოკატმა ბრალდებულების მიმართ 3 000-3000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, ბექა ლიპარტელიანის უფლებადამცველმა კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის" 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარწდგინა, რა. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას იყვალისწინებს.

Print