სამართალი
ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.
როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან - განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ!" - განაცხადა დაზარალებულის ლევან თოფაძის ბაბუამ, გოგი თოფაძემ.

თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.


Print