სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენი დღეს გამოცხადდება
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების განაჩენი დღეს გამოცხადდება. ზ.ხ და ა.ქ. სასამართლომ 9 მარტს დამნაშავედ სცნო. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
9 მარტსვე, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5-ვე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.
საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დასრულდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.


Print