შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის
დასახლებასა და მარნეულშიერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შსს-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები
სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
„დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული რ.ი., 2002 წელს
დაბადებული ა. ა., 2003 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული
ე.ი., 1974 წელს დაბადებული ს.კ. და 1982 წელს დაბადებული ხ.ა., 1990
წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ე.ა., 1979 წელს
დაბადებული ფ.ა., 1975 წელს დაბადებული ა.ა. და 1988 წელს დაბადებული
ნ.მ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა და გასაღება.
დანაშაული 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ
ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე
განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“
საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო
ჩაწერა.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები- 45 შეკვრად
დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული ამოიღო.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლით მიმდინარეობს“,-ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში
საქართველოს პროკურატურის
განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების
ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.