სამართალი
უკანონო სახერხი საამქრო ცხრამუხაში
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა",- აცხადებენ უწყებაში.

Print