სამართალი
ქვეყანაში შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს
კანონი ("საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ"), რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს ქვეყანაში შეზღუდვები, შესაძლოა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდეს.
ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა და მიზეზად ეპიდვითარება დაასახელა.

,,ბოლო პერიოდის ეპიდტენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგომის საშუალება, ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც, პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება."- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები აამოქმედა.

Print