სამართალი
10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველები ახალგაზრდა კაცს მეზობელ გოგოსთან გარყვნილ ქმედებას ედევებიან.

ბავშვის ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print