სამართალი
პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა - შშს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 83 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1028 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად(იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა) 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა."
ნათქვამია შშს- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print