სამართალი
72 წლის კაცს 9 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალს დღეს წარუდგენენ
72 წლის მამაკაცს, რომელსაც გამოძიება 9 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებას ედავება, ბრალს დღეს წარუდგენენ.

მოზარდის ოჯახი მამაკაცის კანონის უმკაცრესი სასჯელით დასჯას მოითხოვს, მოძალადის ოჯახში კი დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში 9 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის კაცი გუშინ დააკავა.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print