სამართალი
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, დაახლოებით ათი წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

Print