სამართალი
პოლიციამ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც დაშავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ხოლო "პირველი არხის" ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მისვე განმარტებით, პოლიციას თავდამსხმელთა შესახებ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვს და დამნაშავე პირთა დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.


Print