სამართალი
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის საქმეზე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო,
როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.
ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.



Print