სამართალი
ნინო ქადაგიძე - სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა იმას, რაც წარედგინა. - ზურაბ ჟვანიას შვილს პატიმრობა შეეფარდა
ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე მის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია.

თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ბუსა ჟვანია, რომელსაც ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.


Print