სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო.
ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.





"ექსპერტიზის დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს"- გიორგი
შაქარაშვილის ბიძა
Print