სამართალი
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.




ქურდული სამყაროს" წევრობის, ბრალდებით 2 პირი დააკავეს


მარნეულში არასრულწლოვნის მოტაცებისა და გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულია 3 პირი


ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს
Print