სამართალი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მაია ოშხარელმა მიიღო.

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს, მხოლოდ ერთი - ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე აღიარებს ბრალს ნაწილობრივ, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება



გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა


შსს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

Print