სამართალი
სამართალდამცავებმა კომპანიიდან სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, კომპიუტერები ამოიღეს

სამართალდამცავებმა კომპანია "ზეგი"-დან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, კომპიუტერები ამოიღეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები საგამოძიებო მოქმედებებს კომპანიის ოფისში გვიან ღამემდე ატარებდნენ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, პოლიცია მეორე კომპანიაშიც შევიდა რომელშიც ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგ"-ში პროგრამისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული, რომელიც "აუთსორსზე" მუშაობდა.
ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გუშინ თეთრიწყაროს ტყესთან, ავტომანქანაში ნახეს გარდაცვლილი.

 

Print