სამართალი
30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს.
ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. რომ დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც სამართალდამცავებმა წუხელ დააკავეს, იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა.
მოკლულის ოჯახის ადვოკატის, ციცინო ბაბუნაშვილის განცხადებით, შემთხვევის დროს, ადგილზე შესაძლოა, მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის მეუღლეც ყოფილიყო.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გარდაცვლილი ქალის ოჯახი დაზარალებულის სტატუსს ოფიციალურად დღეს მიიღებს, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთვებიან.

"პროკურორს გუშინ ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ დაკავება გაგრძელდებოდა. არსებული ინფორმაციით, კიდევ ორი პირი, სავარაუდოდ, ადგილობრივები არიან დაკავებილი. არ არის გამორიცხული მათი რაოდენობა გაიზარდოს. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე ვერსია განიხილება, მაგრამ მკვლელი და მოკლული მეგობრობდნენ და არ ვიცით, რა მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევის დროს კაცის ხმაც ესმოდათ და დაზუსტდება, იყო თუ არა ეს დაკავებულის მეუღლე", -აცხადებს ბაბუნაშვილი.

შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



პოლიციამ შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავა


"ბრალდებულმა დედას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა"- შსს

Print