სამართალი
ახალგაზრდა დედა ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდში დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი.თავად კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.



კასპის მუნიციპალიტეტის სოფლში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს

ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

თბილისში, ჩვილის ცხედარი იპოვეს
Print