სამართალი
„ექსპერტიზის დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს”- გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

"ექსპერტიზის დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, 12 -მდე სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. გამორიცხულია, ის რომ ის დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ადამიანს მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც წაქცევის, სირბილის დროს. ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან. ეს კვალიფიციკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, კარგია და არის სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში, გარდაცვალების მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამის შემდეგ გადააგდეს და დადგა ლეტალური შედეგი," - განაცხადა ნიკოლაძემ.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.




გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

შსს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს


ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს
Print