სამართალი
მკვლელობა მცხეთაში - მოკლულია ორი პირი
მცხეთაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი. გავრცელებული ინფორმაციით , ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.
"ყელი გამოჭრა ორივეს და შემდეგ გაიქცა",-ამბობენ მეზობლები.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print