სამართალი
ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი. ქ.-ს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
სურამში, ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა


სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


მამაკაცმა, რომელმაც ცოლის გაგუდვა სცადა, თავი მოიკლა






Print