სამართალი
24 წლის ბიჭი, რომელმაც გოგონას ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა დაკავებულია
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

24 წლის გოგონა, რომელსაც ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.



Print