სამართალი
საბერძნეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ რეტიმნოში ქურდობისა და მოპარული ნივთებით გასაღების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა 11 სახლი გაძარცვა და 14 870 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და სხვა ნივთები მოიპარა, რომელიც 40 წლის თანამზრახველს გადასცა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ამოიღეს და მათი ნაწილი მეპატრონეს დაუბრუნეს.


პოლიციამ მოპედის ქურდობისთვის 1 პირი დააკავა

ავტომობილებიდან კატალიზატორების მოპარვისათვის სამი პირი დააკავეს

თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს


Print