სამართალი
დახურულ საჯარო სივრცეებში, პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 20 ლარით დაჯარიმდებიან
დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.
ცნობისთვის, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 500 ლარით. პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროთი მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი დაჯარიმდება 20 ლარით.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირბადის ტარების წესი არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
"ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. არ გავრცელდება, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. ყველაფერი ეს დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილ


Print