სამართალი
26 წლის მამაკაცის მკველობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარ მკველობაში სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108 - ე მუხლით არის აღძრული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მკვლელობა დღეს მოხდა. ახალგაზრდა 26 წლის მამაკაცი სანადირო თოფით, 2 ჯერ გასროლით მოკლეს. როგორც მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, კონფლიქტი სავარაუდოდ მსხვერპლის ოჯახის ვალის გამო მოხდა. თავად გარდაცვლილი თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა და სოფელ გუთურში კორონავირუსის პანდემიის გამო იმყოფებოდა. მისი მშობლები ისრაელში ცხოვრობდა, ინფორმაციას გურია ტვ. ავრცელებს

Print