სამართალი
ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო კურსანტები კარანტინიდან გაიქცნენ
ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კარანტინიდან რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტების 25 კურსანტი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ქვეყნებს. მათი თქმით, ისინი სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს და უკან, საკარანტინო ზონაში დააბრუნეს.
ე.წ. "შს სამინისტროში" ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 34 შემთხვევაა გამოვლენილი. მათი უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტები და მათი საკონტაქტო პირები არიან.


ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა

აფხაზეთსა და ცხინვალში რუსი სამხედროების რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს
Print