სამართალი
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს
სამართალდამცავებმა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული. სამართალდამცავებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 1 აბი "სუბოქსინი" აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


"კანონიერი ქურდობის" ბრალდებით, ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. დააკავეს

რძალზე ძალადობის მუქარის ბრალდებით დედამთილი დააკავეს


Print