სამართალი
რუსეთში მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს
2020 წლის 6 მაისს, რუსეთში, მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცის ცხედარი, მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში ნათესავებმა ნახეს, ცხედრის გვერდით ნაპოვნია Glock 19 gen 4 პისტოლეტი.
კომერსანტის ცნობით, თვითმკვლელობის ვერსია არ დასტურდება. მოსკოვის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები,
ბოსოვი ჯგუფ „ალტეკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც ანტრაციტსა და ნახშირს მოიპოვებს.
ჟურნალ „ფორბსის“ უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 1.1. მილიარდი დოლარით, ბოსოვი 86-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

Print