პროტესტი ქარხანაში
"შემოთავაზება იყო მოლაპარაკების გაგრძელება" - როგორ დასრულდა შეხვედრა მთავრობასა და გაფიცულებს შორის
დღეს ბორჯომის ქარხნების გაფიცულ თანამშრომლებს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მოსალაპარაკებლად იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი. ასევე გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირველი პირები. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, რამდენიმე საათს გაგრძელდა. მიზეზი რისთვისაც დღეს მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ჩაინიშნა გაფიცულ თანამშრომლებთან, ის დაანონსებული აქცია, რომლის დროსაც ბორჯომი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი უნდა გადაკეტილიყო. 





ცნობისთვის, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"




Print