პროტესტი ქარხანაში
გაფიცულები 16 ივნისს ბორჯომი-ახალციხის მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ
ლაბორ • LABOR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბორჯომის ქახნის გაფიცული თანამშრომლები ხვალ, 16 ივნისს 12 საათზე ბორჯომი-ახალციხის მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.
ლაბორ • LABOR მიერ- ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის Irakli Garibashvili განცხადებისა, ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს ამ დრომდე არავინ შეხმიანებია და არც კუთვნილი 2 თვის ნამუშევარი ხელფასები ჩარიცხვიათ.

სამწუხაროდ, თითოეული გაფიცული ბორჯომელი ”აიდიეს ბორჯომი საქართველოსა” და საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებების და მეორე შემთხვევაში უმოქმედობის გამო უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან!

გაფიცულთა გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლოა გადაადგილების პრობლემები შეექმნათ, რისთვისაც მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს და აქვე მოვუწოდებთ ყველას შემოუერთდნენ გაფიცვას. გაფიცული ბორჯომელები ხვალ, 16 ივნისს, 12:00 საათზე გადაკეტავენ ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს❗️


სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე ვაკისრებთ “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” და “საქართველოს მთავრობას

ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ:
,,პროტესტი ქარხანაში''
Print