პროტესტი ქარხანაში
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა, პროფკავშირებთან ერთად ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი რეორგანიზაციის საფუძველზე 50 გათავისუფლებულის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

რამდენიმე დღეში კი მუშები მეორე სარჩელს შეიტანენ და 250-მდე მუშისთვის აპრილისა და მაისის ხელფასის დარიცხვას მოითხოვენ.

მუშები ამბობენ, რომ მათი პოზიცია ცნობილია, ისინი ხელისუფლებისგან ელიან წინადადებებს, როგორ უნდა მოგვარდეს მათი პრობლემები. მათი თქმით, პრემიერის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, მათ არავინ შეხმიანებიათ. შრომის ინსპექციაში გვითხრეს, რომ მედიაციის პროცესში გაფიცულებთან შეხვედრა ჯერ არ არის ჩანიშნული. პროტესტი გრძელდება, დღეს გაფიცვის მე-15 დღეა.

გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ კომპანიის 7.73% იანი წილის მფლობელი სახელმწიფო გახდა. ამის გარდა, მთავრობამ მიიღო გენერალური დირექტორის დანიშვნის უფლება. ვინ იქნება ივანე მაჭავარიანის ადგილმონაცვლე, ამაზე ჯერ არ საუბრობენ არც მთავრობაში და არც მუშებს აქვთ ინფორმაცია.

წყარო: tv9news.ge.


შეგახსენებთ, დასაქმებულებმა გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"
Print