Error
პროტესტი ქარხანაში
"ბორჯომში გაფიცულებისგან მოვისმინე ის, რაც შეიცავს დისკრიმინაციის სავარაუდო ნიშნებს" - ომბუდსმენი
დღეს, 9 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ბორჯომში ჩამომსხმელი ქარხნების გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა კონტრაქტის პირობების გაუარესებაზე, ხელფასის შემცირებაზე, გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს და სხვა საკითხებს შორის, სახალხო დამცველს მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც შესაძლოა სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებიც იკვეთებოდეს.



დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაფიცული თანამშრომლები საწარმოსთან დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.



შეგახსენებთ, დასაქმებულებმა გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"

Print