საზოგადოება
“ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ
კომპანია ბორჯომის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. საწარმოს ირგვლივ შექმნილი ვითარების დარეგულირებას შრომის ინსპექციის შემდეგ სახალხო დამცველი შეეცდება. ომბუდსმენს ბორჯომში დღეს ხვდებიან.

გაფიცული თანამშრომლები საწარმოსთან დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ. საწყის ეტაპზე სარჩელი მზადდება გათავისუფლებული 50 ადამიანის თაობაზე, შემდგომში ცალკე სარჩელი მომზადდება დაურიცხავი ანაზღაურების მისაღებად.




Print