საზოგადოება
ჭიათურელი მაღაროელების სოლიდარობა ბორჯომში გაფიცულ თანამშრომლებს
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას სხვა ქალაქებიდან უცხადებენ. დღეს მათ მხარდასაჭერად, რამდენიმე ქალაქის პროფკავშირების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. დასაქმებულების პროტესტი პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან მეცხრე დღეა გრძელდება.

შეგახსენებთ, ორდღიანი შეხვედრებისა და მედიაციის პროცესის მიუხედავად, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის გუშინ, 7 ივნისს შეთანხმება ვერ შედგა, გაფიცულებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომპანია „ბორჯომი“ თანამშრომლებს ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოწერას სთავაზობს და 2023 წლიდან ჰპირდება, რომ ძველ ხელშეკრულებებზე გადასვლის საკითხს განიხილავენ. მანამდე კი გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სიტუაცია იმ დროს დაიძაბა, როდესაც ქარხნის ტერიტორიიდან კომპანიის მანქანა გამოსვლას აპირებდა. აქციის მონაწილეები გაფიცვას უვადოდ აგრძელებენ.

Print