ეკონომიკა
ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები რკინიგზის გადაკეტვას აპირებენ
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცული თანამშრომლები რკინიგზის გადაკეტვას აპირებენ. მათი ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაცია ბორჯომის წყლის გადაზიდვას მატარებლის საშუალებით აპირებს, რაშიც გეგმავენ რომ ხელი შეუშალონ. პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი დიასამიძის განცხადებით, ლიანდაგის ტერიტორიას ცოცხალი ძალის დახმარებით გადაკეტავენ და მატარებელს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.
Print