ეკონომიკა
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების უვადო გაფიცვა და კომპანიის პასუხი აქციის საპასუხოდ
დღეიდან, 31 მაისიდან, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები უვადოდ იფიცებიან. აქციაზე შეკრება დასაქმებულებმა დილის 6 საათიდან დაიწყეს. მოთხოვნები უცვლელი აქვთ. როგორც დასაქმებულები ამბობენ, ამ დრომდე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ არც კომპანიის ხელმძღვანელობას და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„გაფიცვაში მონაწილეობს ჩვენი თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი", აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოში. ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი, მერაბ ახმეტელი დღეს აქციას განცხადებით გამოეხმაურა

Print