ეკონომიკა
მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

„ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ პრობლემა, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ და მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე ახლა არ მინდა დეტალებზე დღეს ვისაუბრო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ამ პრობლემებზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
Print