Error
ეკონომიკა
"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხნებში წარმოების პროცესი დაუყოვნებლივ განახლდება, მას შემდეგ რაც კომპანიას სრულად აღუდგება წვდომა საბანკო ანგარიშებზე
როდის აღდგება წარმოების პროცესი? - ტელეკომპანია "ბორჯომის" კითხვას კომპანია IDS ბორჯომი საქართველო წერილობით პასუხობს.

"როგორც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის შეზღუდული გვაქვს წვდომა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საბანკო ანგარიშებზე, რის გამოც ვერ ვახერხებთ კომპანიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციების შესრულებას. როგორც კი სრულად აღგვიდგება წვდომა ჩვენს საბანკო ანგარიშებზე, დაუყონებლივ აღდგება ქარხნებში სამუშაო პროცესი და უფრო მეტიც, დავასრულებთ ახალი ქარხნის მშენებლობას (სამუშაოების 80% შესრულებულია) და განვახორციელებთ ამ ქვეყანაში დაგეგმილ მრავალ მილიონიან ინვესტიციას" - განგვიცხადეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, დღეიდან, 29 აპრილიდან, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდა.
Print