საზოგადოება
ბორჯომის ორივე ქარხანაში დროებით უმუშევარი დარჩა 1000-ზე მეტი თანამშრომელი
სანქციების გამო, დღეიდან, ბორჯომის წყლის წარმოება დროებით შეწყდა. გაჩერებულია ორივე ჩამომსხმელი ქარხანა. ქარხნებში, საერთო ჯამში დროებით უმუშევარი დარჩა 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ისინი კამერებთან ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. მათი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბორჯომის წყლის წარმოება და ექსპორტი საგრძნობლად იყო შემცირებული.
Print