ახალი ამბები
120/30 მოსალოდნელი ცვლილებები და შეფასებები რეგიონში
საქართველოში 2020 წლის არჩევნები შესაძლოა ახალი სისტემით ჩატარდეს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ამომრჩეველი, პარტიული სიით 120 დეპუტატს და 30 მაჟორიტარს აირჩევს. შედეგად, სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა 3-ის ნაცვლად 2 მაჟორიტარი იქნას არჩეული. ცვლილება შეეხო საარჩევნო ბარიერსაც. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობა და ოპოზიცია შეთანხმდნენ, არის ის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში მოხვდება, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, ბორჯომში პარტიების წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა შეაფასეს.
Print