პოლიტიკა
ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა გადაწყვიტეს
ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა გადაწყვიტეს. საარჩევნოს სიტემაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ ამ საკითხის განხილვა სჭირდებოდათ, რადგან მოლაპარაკებებზე მათი სურვილი არ გაითვალისწინეს. დეპუტატების განცხადებით, სამწუხაროა, რომ იდეა საყოველთაო-სავალდებულო არჩევნებზე არც კი განიხილეს, თუმცა ახალ წინასაარჩევნო გარემოს ნორმალიზებაა საჭირო, ამიტომ ისინი ცვლილებებს ხელს მოაწერენ.

ფრაქცია განმარტავს, რომ საყოველთაო-სავალდებულო არჩევნები ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის რეალურ დეპოლარიზაციის, შეამცირებს არჩევნების შედეგებზე ფინანსურად ძლიერი პარტიების გავლენას, საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას განამტკიცებს და პარლამენტსა და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო ფართო პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია



წყარო: on.ge
Print